ალექს ფერგიუსონი: ჩემი გუნდის ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილი დავრჩი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში "გალათასარაისთან" მატჩის (0:1) შემდეგ ყურადღება მისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშზე გაამახვილა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეთა საშუალო ასაკი 24 წელს შეადგენდა.

"ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ამოცანას გაუმკლავდნენ, თუ გავითვალისწინებთ, როგორი ატმოსფერო იყო სტადიონზე და როგორი ხასიათის მატარებელი იყო შეხვედრა.

ცალკეულ ეპიზოდებში კარგად ვირჯებოდით. თავად მატჩი კი ნაწილებად იყო დაყოფილი და ერთიან სურათად არ იყო წარმოდგენილი.

პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი შეტევა განვახორციელეთ, რაზეც მეტოქემ ერთადერთი უსიამოვნო
მომენტით გვიპასუხა - როდესაც საჯარიმოს გარედან ურტყამდა.

მთლიანობაში, ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდის შთაბეჭდილება დავტ
ოვეთ და მეც კმაყოფილი ვარ", - მოჰყავს ფერგიუსონის სიტყვები BBC-ს.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული