თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტი პლეი-ოფში გასვლამ მაინც გაახარა.
"ჩემმა ბიჭებმა ბევრი იშრომეს და კარგი მატჩი ჩაატარეს. რაც მთავარია, მანჩესტერში ფრემ პლეი-ოფში გაგვიყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამოცანა-მინიმუმი ჯგუფური ეტაპის ფინიშამდე ერთი ტურით ადრე შევასრულეთ.
წინა ორ შემთხვევაში, როდესაც ჩემმა გაწვრთნილმა გუნდებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. "პორტუში" მუშაობისას მეორე
სამაგიეროდ, სხვა სეზონებში, როდესაც ჩემი გუნდები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდნენ, ჩემპიონთა ლიგას ვეღარ ვიგებდით. ასე რომ, ჩემს შემთხვევაში, ჯგუფში მეორე ადგილი ბევრს არაფერს ნიშნავს.
როგორც წესი, ისინი, ვინც ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ, 1/8-ფინალში შედარებით სუსტი მეტოქის მოლოდინში არიან, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მათ "რეალთან" შეხვედრა გაახარებთ", - თქვა მოურინიომ.
პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რობერტო მანჩინის შეგირდებთან დაპირისპირებაში მის გუნდს მოგებაც შეეძლო, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზაციაში მოისუსტეს.
"ვფიქრობ, დღეს ჩვენ გამარჯვება შეგვეძლო. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა საიმისოდ, რომ მეორე გოლიც შეგვეგდო. ეს რომ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გაგვეკეთებინა, ინტრიგა მოკვდებოდა.
ეგაა, რომ ჩვენ უყურადღებოდ ვმოქმედებდით და "მანჩესტერ სიტიმ" ამით ისარგებლა.
მათ პენალტი გამოიმუშავეს, ჩვენ კი ათნი დავრჩით. ასეთ პირობებში ფრეზე უნდა გვეთამაშა, რომელიც 1/8-ფინალში გაგვიყვანდა", - აქვეყნებს მოურინიოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]