"ვფიქრობ, პირველ ტაიმში "რეალმა" გვაჯობა. კარის აღების ერთი-ორი კარგი შანსი ხელიდან გავუშვით, მადრიდელებმა კი თავიანთი პირველივე საგოლე მომენტი გამოიყენეს.
უხეში შეცდომა დავუშვით: ჩვენი ხუთი მცველი ცდილობდა მეტოქის ორ ფეხბურთელთან გამკლავებას, მაგრამ გოლი მაინც გაგვიტანეს. ასეთი დასაწყისი ყოველთვის დიდი სირთულეების მომასწავებელია.
შესვენების შემდეგ ჩვენ დასაკარგი უკვე აღარაფერი გვქონდა, რადგან ვმარცხდებოდით. წინ წავედით დიდი ძალებით და უკეთაც ავთამაშდით.
პლეი-ოფში გასვლის შანსი ხელიდან არა დღეს,
იმედი მაქვს, ეს მწარე გამოცდილება მომავალში წაგვადგება. ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის გამო ისევე ვარ გულნატკენი, როგორც კლუბის სხვა წევრები. თავიდანვე ვიცოდით, რომ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ყველაფერი ჩვენივე შეცდომებმა გადაწყვიტა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში არ პატიობენ.
ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და "რეალსა" და "ბორუსიასთან" წაგება სამარცხვინო არაა. ასეთია ფეხბურთი, თუმცა რაც მართალია, ძალიან გვინდოდა 1/8-ფინალში გასვლა.
ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. ისინი ხვდებიან, რომ მომხდარს ძალიან განვიცდით.
ჩვენთვის ქომაგი ყოველთვის პირველ ადგილზეა. შევეცდებით, მათ ხასიათი ევროპის ლიგაზე წარმატებული გამოსვლით გამოვუკეთოთ, თუმცა იქ ჯერ გასვლაა საჭირო", - აქვეყნებს რობერტო მანჩინის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]