ჯო ჰარტი: აღარც ჩემპიონთა ლიგა და არც ევროპალიგა, ეს სირცხვილია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" გოლკიპერმა ჯო ჰარტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავისი გუნდის გამოსვლა შეაფასა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "სიტი" დორტმუნდში "ბორუსიას" დაუპირისპირდა და იმისათვის, რომ ასპარეზობა ევროპალიგაზე მაინც გაეგრძელებინა, გამარჯვება სჭირდებოდა. თუმცა რობერტო მანჩინის შეგირდებმა ფრეც ვერ გაახერხეს, 0:1 დამარცხდნენ და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

"არ ვიცი, რა მოხდა. ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად ცუდად გავისარჯეთ. ჩემპიონთა ლიგასაც გამოვეთიშეთ და ვერც ევროპალიგაზე დავიმსახურეთ თამაში.

სანამ ანგარიში 0:0 იყო, გვქონდა შესაძლებლობა, მოგვეგო, მაგრამ როდესაც "ბორუსიამ" გაგვიტანა, ყველაფერი დამთავრდა",
- აქვეყნებს ჰარტის სიტყვებს უეფას
ოფიციალური ვებგვერდი.

"ეს სირცხვილია. ჩვენ მოგება გვწყუროდა. ვულოცავ "ბორუსიას" და "რეალს" პლეი-ოფში გასვლას. მათ ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენეს, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, მათზე უკეთ გვეთამაშა", - დასძინა მეკარემ.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული