ჟოზე მოურინიო: ახლა შეგვიძლია ესპანეთის ჩემპიონატზე ვიფიქროთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "აიაქსთან" (4:1) გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ პლეი-ოფის მატჩებზე ფიქრი ჯერ ადრეა.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ახლა უმჯობესია, გუნდმა მთელი ყურადღება ესპანეთის ჩემპიონატს დაუთმოს.

"ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები, ყველა შემთხვევაში, რთული იქნება, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი ნაადრევია.

ახლა ჩვენ მთელი ყურადღება ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებს უნდა დავუთმოთ.

"აიაქსთან" კარგად ითამაშა ნაჩომ, რომელმაც გარკვეულ დონეს უკვე მიაღწია. თანდათან იხსნება მორატაც. გუნდისთვის ძალიან კარგია, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად არიან, მოედანზე ლიდერები შეცვალონ",
-
უთხრა მადრიდელთა თავკაცმა Football Espana-ს.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული