კარლო ანჩელოტი: ჩემმა გუნდმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრაში "პორტუსთან" (2:1) გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში "ნიცასთან" განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია შეძლო.

იტალიელმა სპეციალისტმა ასევე ხაზი გაუსვა თავისი შეგირდების მიერ ხასიათის სიმტკიცის გამოვლენას.

"კარგი თამაში გამოვიდა. გუნდმა შაბათს "ნიცასთან" წაგების შემდეგ ხასიათი გამოიკეთა. ჩვენ სულის სიმტკიცე გამოვავლინეთ და შეხვედრა საკუთარ სტილში ჩავატარეთ.

ჩვენი მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, თუმცა შევძელით, თამაში ჩვენი კარნახით წარგვემართა.

დღეს ჩვენ წარმოვაჩინეთ სწორედ ის, რისი დანახვაც ყოველთვის მსურს ჩემი შეგირდებისგან.
შესაძლოა, ვიღაცეებმა უკვე ჩამოგვწერეს, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ გუნდს პოტენციალი აქვს.

როდესაც რაიმე ღირებულის შექმნას ეშურებით, შედეგი არცთუ სწრაფად მოდის. საჭიროა მოთმინება.

ამჟამად ჩვენ არცთუ შთამბეჭდავად ვირჯებით ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს საიმისოდ, რათა შედეგები გავაუმჯობესოთ",
- აქვეყნებს ანჩელოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული