ზოგადად, თამაში გერმანელთა კარნახით წარიმართა და ამას მარტო სტატისტიკური მონაცემები არ მოწმობს. რად ღირს თუნდაც შეხვედრის დებიუტში იმავე ჰუმელსის მიერ ძელს გარტყმული ბურთი.
მეორე ტაიმში 10 მეტრიდან საოცარი მომენტი გააფუჭა გერმანელთა მხრიდან მეორე გოლის ავტორმა რობერტ ლევანდოვსკიმაც. თუმცა პოლონელმა როცა შეაგდო, მაშინ ნამდვილად გაუმართლა.
გოლამდე წამებით ადრე ერთმანეთს ფერნანდინიო და ჩიგრინსკი შეასკდნენ. ეს კურიოზი რომ არა, ბურთი მასთან ვერ გაჩნდებოდა.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
შახტარი-დორტმუნდი 2:2
გოლები: 1:0 სრნა (31), 1:1 ლევანდოვსკი (41), 2:1 დუგლასი (68), 2:2 ჰუმელსი (87)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - ჰიუბშმანი, ფერნანდინიო - ტაისონი (62. დუგლასი), მხითარიანი, ტეიშეირა (84. ედუარდო) - ადრიანო
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - კელი, ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი (80. ლაიტნერი), გიოტცე, როისი (90. შიბერი) - ლევანდოვსკი
გაფრთხილება: ფერნანდინიო
კარში დარტყმა: 5-13 (2-8) კუთხური: 4-6 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 11-15 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 49 050
Video
შახტარი - დორტმუნდი 2:2
შახტარი - დორტმუნდი 2:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: ჯერ არაფერია გარკვეული, მაგრამ კმაყოფილი ვარ