"მეთოფეებმა" საკუთარ კედლებში მარცხი (1:3) იწვნიეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგეს, თუმცა ვენგერი ფარ-ხმალს წინასწარ არ ყრის.
"პირველი ხუთი წუთის განმავლობაში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეტოქემ კარის ჩარჩოში პირველივე დარტყმა გოლად აქცია და ამის შემდეგ ჩვენს დაცვას ნერვიულობა დაეტყო.
ჩვენ წინააღმდეგ მართლაც მაღალი კლასის გუნდი თამაშობდა და პირველ ტაიმში, ეპიზოდებში, ჩვენზე უკეთაც ირჯებოდა.
მეორე ტაიმში გამოვფხიზლდით, დავეუფლეთ ინიციატივას და გვქონდა
"ბაიერნმა" ძალზე ეფექტურად ითამაშა და თავისი მომენტები გამოიყენა, რაც უნდა მივულოცოთ.
გულშემატკივრებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდით და ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ ისინი გამარჯვებით ვერ გავახარეთ.
ბუნებრივია, ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ შევეცდებით, შეუძლებელი შევძლოთ. გერმანიაში უნდა წავიდეთ და იქ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას შინ ვაკეთებთ ხოლმე. მესამე გაშვებულმა გოლმა ჩვენი ამოცანა უკიდურესად კი გაართულა, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებას ვეცდებით.
ჩემი მოთამაშეების ძველებურად მჯერა და ეჭვი არ მეპარება, რომ სათანადო კლასსა და ოსტატობას ფლობენ. უბრალოდ, მათ ზოგჯერ თავდაჯერება აკლიათ", - აქვეყნებს ვენგერის ნათქვამს "არსენალის" ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
არსენალი-ბაიერნი 1:3 - მიუნხენის "ბაიერნი" უკეთესია [VIDEO]