გალათასარაი-შალკე 1:1 - "გალას" ილმაზის ალმასი არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
"ალი სამ იენი" პირთამდე შეივსო. დიდიე დროგბათი და ვესლი სნეიდერით გაძლიერებული "ლომები" კრიზისში ჩაფლულ "ხუმარებს" მასპინძლობდნენ.

აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება არც ისე იოლი ყოფილა. მასპინძლებმა ეფექტური კომბინაციით გახსნეს ანგარიში. მასში მონაწილეობდა დროგბაც.

"შალკეს" დაცვა ბურთის გათამაშებას პირდაღებული უყურებდა. გერმანელებმა ჩვენგან თავიანთი წილი აპლოდისმენტები ტაიმის ბოლოს დაიმსახურეს.

ჰუნტელაარისა
და ფარფანის უსწრაფეს კონტრშეტევას ჯონსის ძლიერი დარტყმა და მატჩის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა.


ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I ტური
გალათასარაი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 ილმაზი (12), 1:1 ჯონსი (45)
გალათასარაი (4-4-2): მუსლერა - რიერა, ნუნკეუ, კაია,
სერიოღლუ (86. ბულუტი) - ინანი, მელო, ჰამ. ალტინტოპი (66. ებუე), სნეიდერი (46. ამრაბატი) - დროგბა, ილმაზი
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - ჰოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაშინაცი - ჯონსი, ნოიშტედტერი - ფარფანი, დრაქსლერი (84. ბარნეტა), ბასტოსი - ჰუნტელაარი (75. პუკი)
გაფრთხილება: მუსლერა, ამრაბატი, ნუნკეუ, ინანი - ჯონსი, კოლაშინაცი, ჰოგერი
კარში დარტყმა: 11-8 (8-3) კუთხური: 3-6 თამაშგარე: 1-5 ჯარიმა: 14-18 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 50 734

VideoSportall.Ge
გალათასარაი - შალკე 1:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული