პორტუგალიელი ვარსკვლავი, რომელიც "რეალში" გადასვლამდე "წითელი ეშმაკების" ღირსებას იცავდა, დარწმუნებულია, რომ მანჩესტერელი გულშემატკივრები მას კარგად შეხვდებიან.
რონალდომ არ დამალა, რომ თავისი ყოფილი კლუბის კარის დალაშქვრა სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" დაპირისპირება 5 მარტს გაიმართება, პირველი შეხვედრა მადრიდში კი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
"თუკი შევძლებ "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გოლის გატანას, დარწმუნებული ვარ, ენითაუწერელი გრძნობები დამეუფლება.
წინასწარ ვერ ვიტყვი, როგორ აღვნიშნავ გოლს. ეს ალბათ რაღაც სპონტანური
დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები კარგად შემხვდებიან. ვფიქრობ, "ოლდ ტრეფორდი" ერთ-ერთი იმ სტადიონთაგანია, სადაც აპლოდისმენტებს მომიძღვნიან", - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს Sky Sports.
ასევე იხილეთ:
უეინ რუნი: მადრიდის "რეალთან" საბრძოლველად მზად ვარ