კრიშტიანო რონალდო: დარწმუნებული ვარ, "ოლდ ტრეფორდზე" აპლოდისმენტებს მომიძღვნიან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის მოლოდინზე ისაუბრა.

პორტუგალიელი ვარსკვლავი, რომელიც "რეალში" გადასვლამდე "წითელი ეშმაკების" ღირსებას იცავდა, დარწმუნებულია, რომ მანჩესტერელი გულშემატკივრები მას კარგად შეხვდებიან.

რონალდომ არ დამალა, რომ თავისი ყოფილი კლუბის კარის დალაშქვრა სურს.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" დაპირისპირება 5 მარტს გაიმართება, პირველი შეხვედრა მადრიდში კი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"თუკი შევძლებ "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გოლის გატანას, დარწმუნებული ვარ, ენითაუწერელი გრძნობები დამეუფლება.

წინასწარ ვერ ვიტყვი, როგორ აღვ
ნიშნავ გოლს. ეს ალბათ რაღაც სპონტანური
რეაქცია იქნება.

დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები კარგად შემხვდებიან. ვფიქრობ, "ოლდ ტრეფორდი" ერთ-ერთი იმ სტადიონთაგანია, სადაც აპლოდისმენტებს მომიძღვნიან",
- აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს Sky Sports.

ასევე იხილეთ:
უეინ რუნი: მადრიდის "რეალთან" საბრძოლველად მზად ვარ
მკითხველის კომენტარები / 1 /
GR 7
ინგა
19:41 04-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული