ფერდინანდმა გრიპის ვირუსის გამო "ნორვიჩთან" 4:0 მოგებული შეხვედრა გამოტოვა, თუმცა 4 მარტს ის მწყობრში ჩადგა და კერინგტონის ბაზაზე გუნდთან ერთად ივარჯიშა.
4 მარტს გუნდმა ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც მედიის გარდა, "იუნაიტედის" მეპატრონე გლეიზერების ოჯახის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ვარჯიშზე არ გამოჩენილა ფილ ჯონსი, რომელმაც "რედინგთან" სათასო დაპირისპირებაში კოჭი იტკინა; გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა კიდევ ერთმა მცველმა ჯონი ევანსმა,
შეგახსენებთ, რომ სამივე ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მანჩესტერელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო: დარწმუნებული ვარ, "ოლდ ტრეფორდზე" აპლოდისმენტებს მომიძღვნიან
სერხიო რამოსი: დროა, მიწაზე დავეშვათ