რიო ფერდინანდი გამოჯანმრთელდა და "რეალთან" ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს - ვეტერანმა მცველმა რიო ფერდინანდმა მოასწრო გამოჯანმრთელება და 5 მარტს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

ფერდინანდმა გრიპის ვირუსის გამო "ნორვიჩთან" 4:0 მოგებული შეხვედრა გამოტოვა, თუმცა 4 მარტს ის მწყობრში ჩადგა და კერინგტონის ბაზაზე გუნდთან ერთად ივარჯიშა.

4 მარტს გუნდმა ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც მედიის გარდა, "იუნაიტედის" მეპატრონე გლეიზერების ოჯახის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ვარჯიშზე არ გამოჩენილა ფილ ჯონსი, რომელმაც "რედინგთან" სათასო დაპირისპირებაში კოჭი იტკინა; გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა კიდევ ერთმა მცველმა ჯონი ევანსმა,
რომელიც ინდივიდუალურად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ სამივე ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მანჩესტერელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო: დარწმუნებული ვარ, "ოლდ ტრეფორდზე" აპლოდისმენტებს მომიძღვნიან
სერხიო რამოსი: დროა, მიწაზე დავეშვათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული