გუნდებს შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ პირველ დაპირისპირებაში ფრე, 1:1 დაფიქსირდა, 5 მარტს კი "ოლდ ტრეფორდზე" გაირკვევა, ჩემპიონთა ლიგის რომელი ფავორიტი გამოეთიშება ასპარეზობას პლეი ოფის პირველსავე რაუნდში.
"წესით, ჩემმა გუნდმა თავდაცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, თუმცა აქ იმისთვის ვართ, რომ შევუტიოთ და ამაში ორი აზრი არ არსებობს.
ჩვენს გუნდში, იკერ კასილიასის გარდა, ყველა ჯანმრთელადაა და მზადაა თამაშისთვის.
გუნდში ემოციები
"იუნაიტედმა" ბრწყინვალე ფორმა აკრიფა - უკვე რამდენიმე თვეა, არ წაუგია. ცუდად არც ჩვენ გამოვიყურებით, თუმცა ვინ იცის, რა ფაქტორები განაპირობებს საბოლოო შედეგს.
სამშაბათს სამყარო გაინაბება, რომ ჩვენს თამაშს უყუროს".
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, ასაკის მიუხედავად, კვლავაც ეფექტურად მუშაობს.
"სერ ალექსი უნიკალური ფიგურაა და მასზე უკვე იმდენი თქმულა, ახალს ვერაფერს დავამატებ. ის პატივისცემას ყველასგან იმსახურებს", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
მანჩესტერი VS რეალი - მაჩეტე მანჩესტერში
სერ ალექს ფერგიუსონი: ეს რონალდო იმ "მსუქანა" რონალდოს სჯობს
კრიშტიანო რონალდო: დარწმუნებული ვარ, "ოლდ ტრეფორდზე" აპლოდისმენტებს მომიძღვნიან