ჟოზე მოურინიო: სამყარო გაინაბება, რომ ჩვენს თამაშს უყუროს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩისთვის ლოდინი სამშაბათს საღამომდე მოუწევს.

გუნდებს შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ პირველ დაპირისპირებაში ფრე, 1:1 დაფიქსირდა, 5 მარტს კი "ოლდ ტრეფორდზე" გაირკვევა, ჩემპიონთა ლიგის რომელი ფავორიტი გამოეთიშება ასპარეზობას პლეი ოფის პირველსავე რაუნდში.

"წესით, ჩემმა გუნდმა თავდაცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, თუმცა აქ იმისთვის ვართ, რომ შევუტიოთ და ამაში ორი აზრი არ არსებობს.

ჩვენს გუნდში, იკერ კასილიასის გარდა, ყველა ჯანმრთე
ლადაა და მზადაა თამაშისთვის.

გუნდში ემოციები
დუღს და ძალიან დასანანია, რომ მატჩი არა ახლავე, არამედ ხვალ, სამშაბათს საღამოს გაიმართება",
- თქვა მოურინიომ მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"იუნაიტედმა" ბრწყინვალე ფორმა აკრიფა - უკვე რამდენიმე თვეა, არ წაუგია. ცუდად არც ჩვენ გამოვიყურებით, თუმცა ვინ იცის, რა ფაქტორები განაპირობებს საბოლოო შედეგს.

სამშაბათს სამყარო გაინაბება, რომ ჩვენს
თამაშს უყუროს".

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, ასაკის მიუხედავად, კვლავაც ეფექტურად მუშაობს.

"სერ ალექსი უნიკალური ფიგურაა და მასზე უკვე იმდენი თქმულა, ახალს ვერაფერს დავამატებ. ის პატივისცემას ყველასგან იმსახურებს", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
მანჩესტერი VS რეალი - მაჩეტე მანჩესტერში
სერ ალექს ფერგიუსონი: ეს რონალდო იმ "მსუქანა" რონალდოს სჯობს
კრიშტიანო რონალდო: დარწმუნებული ვარ, "ოლდ ტრეფორდზე" აპლოდისმენტებს მომიძღვნიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული