იურგენ კლოპი: კარგი იქნება, თუ ლუჩესკუ წინასწარმეტყველი აღმოჩნდება

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დონეცკის "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

5 მარტს კლოპის შეგირდებმა საშინაო შეხვედრაში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს (3:0) და მეოთხედფინალში გავიდნენ.

"რა თქმა უნდა, დღეს საკმაოდ დიადი ბრძოლის მოწმენი გავხდით. ჩვენი გუნდი პირველივე წუთებიდან შეტევაში წავიდა და ყველამ ნახა, როგორ შეგვიძლია თამაში.

ვიცოდით, რომ ჩვენი ამოცანა იოლად შესასრულებელი არ იყო და რომ მეტოქე აგრესიულად იმოქმედებდა და არაფერს დაგვითმობდა. თუმცა დღეს "ბორუსიამ" ითამაშა ისე, როგორც თავად სურდა და მიზანსაც მიაღწია.

მატჩის მეორე ნახევარში
"შახტარმა" ბრჭყალები კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოვახერხეთ. საერთო ჯამში, ვფიქრობ, საკმაოდ სანახაობრივი მატჩი გამოგვივიდა.

რა შეიძლება ვთქვა მირჩა ლუჩესკუს ვარაუდზე, რომ წყვილში გამარჯვებული გუნდი ფინალში გავა? წინასწარმეტყველებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუკი ლუჩესკუ წინასწარმეტყველი აღმოჩნდება და მისი სიტყვები ახდება. თუმცა,  ამ ტიპის წინასწარმეტყველებების არცთუ მაინცდამაინც მჯერა.

ახლა დაბეჯითებით შემდეგი შემიძლია ვთქვა: ყველა ის გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა, უძლიერესია.

დღეს გაირკვა, რომ მეოთხედფინალში ვითამაშებთ და ძალიან მახარებს ტურნირის ამ სტადიაზე მონაწილეობა. არ მიმაჩნია, რომ ფავორიტები ვართ, რადგან ტურნირში საკმაოდ ბევრი ძლიერი გუნდია, რომელთა ძლევაა საჭირო.

შევხედავთ, როგორ ითამაშებენ ჩვენი სავარაუდო მეტოქეები ხვალ. მატჩებს მომდევნო კვირაშიც ვნახავთ. ბედნიერი ვარ, რომ "ბორუსია" იმ რვა საუკეთესო კოლექტივს შორის მოხვდა, რომლებიც 1/4-ფინალში იასპარეზებენ.

ჩვენ მიერ ნაჩვენები შედეგი ისეთია, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ",
- აქვეყნებს კლოპის ნათქვამს "შახტარის" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-შახტარი 3:0: "დორტმუნდმა" მეტოქე ვერც კი იგრძნო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული