5 მარტს, მანჩესტერში გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს და ორი მატჩის ჯამში მეოთხედფინალში გავიდნენ.
"უბრალოდ, მე ჩემი სამუშაო შევასრულე. "რეალმა" გაიმარჯვა, რასაც მთელ გუნდთან ერთად ვხარობ.
ამ თამაშშიც, ისევე, როგორც პირველ დაპირისპირებაში, მონდომება არ დაგვიკლია, მაგრამ ამ ყველაფრის გოლებში ასახვა არ გამოგვდიოდა.
ბედნიერი ვარ, რომ "ოლდ ტრეფორდზე" თამაშის საშუალება კვლავაც მომეცა, აქ
ეს ჩემი მეორე სახლია, სადაც უამრავი მეგობარი მყავს.
რაც შეეხება გატანილი გოლის არაღნიშვნას, ამით "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს ვეცი პატივი, რომელთაგან დავალებული ვარ. მახარებს "რეალის" წარმატება, თუმცა ვწუხვარ "იუნაიტედის" გამო.
ჩვენი ორივე მატჩი არაჩვეულებრივი გამოვიდა. სიტყვები არ მყოფნის მათ ასაღწერად. მე არ ვთამაშობდი ისე, როგორც ყოველთვის, თუმცა გოლის გატანა საშინაო შეხვედრაშიც შევძელი და აქაც.
საერთოდ, ეს უჩვეულო კვირა იყო - ორჯერ ვაჯობეთ "ბარსელონას" და ახლა "იუნაიტედს". ჩვენ აღმავლობის გზას ვადგავართ. ამავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა და შევეცადოთ, მოვიგოთ ეს ტურნირი.
მინდა გამარჯვებებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ მიზნისკენ - ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ", - აქვეყნებს პორტუგალიელის ნათქვამს AS.
ასევე იხილეთ:
მანჩესტერი-რეალი 1:2: უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]