მანჩესტერი-რეალი 1:2 - უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]

AutoSharing Option
"დღეს უკეთესმა გუნდმა წააგო", - ეს სიტყვები სერ ალექს ფერგიუსონის არ გეგონოთ. მოხუცი სერი თურქი რეფერის, კუნიეთ ჩაკირის ბრიგადაზე იყო აღრენილი, ზემოთ მოყვანილი ფრაზა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ჟოზე მოურინიოსია.

"რეალის" მწვრთნელმა აღიარა, რომ მისი გუნდი არ იყო საუკეთესო "ოლდ ტრეფორდზე".

"და ამას წითელ ბარათთან დაკავშირებით სულაც არ ვამბობ", - დაამატა "განსაკუთრებულმა" ტელევიზიისთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში.

"სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების მთავარი დუელის შემობრუნება მას მერე შეძლო, რაც თურქმა არბიტრმა მასპინძლებს მოწინააღმდეგის ჩაწიხლისთვის ნანი გაუძევა.

ამ თამაშში ნანი ყველაფრით შეეფერებოდა
ანტიგმირის პერსონაჟს, თუმცა გაძევებით ჩაკირმა ალბათ მაინც გადაამლაშა. იმ დროისთვის, პირველი დაპირისპირების - 1:1-ის მერე, "იუნაიტედი" სერხიო რამოსის ავტოგოლის წყალობით იგებდა.


მაგრამ 10 კაცით დარჩენილმა ინგლისურმა გუნდმა ინიციატივა დაკარგა, მოურინიოს რისკიანმა ცვლილებამ კი სრულად გაამართლა.

მოედანზე შესულმა ლუკა მოდრიჩმა აუღებელი დაურტყა დავიდ დე ხეას, შემდეგ კი მოდრიჩი-იოზილი-იგუაინის შესანიშნავი კომბინაცია კრიშტიანო რონალდომ გადამწყვეტი გოლით დაასრულა.

რონალდოს ყოფილი კლუბის კარში გატანილი არ უზეიმია, ის 8 გოლით ლიგის ამ სეზონის ბომბარდირი გახდა.

თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ყველაფერი აქ მორჩა - ცდება, სწორედ ამის მერე იყო 10-კაციანი "მანჩესტერის" იერიში, რომელსაც დიეგო ლოპესის სამი დიდებული "სეივი" მოჰყვა - "რეალი" მეოთხედფინალშია. თუმცა ჟოზეს რევერანსს არ დავეთანხმებით - მაინც გვგონია, რომ 2-რაუნდიანი დაპირისპირება უკეთესმა გუნდმა მოიგო.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
მანჩესტერი-რეალი 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 ს. რამოსი (48 ს.კ.), 1:1 მოდრიჩი (66), 1:2 რონალდო (69)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი (87. ვალენსია), ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კერიკი, კლევერლი (73. რუნი) - ნანი, უელბეკი (81. ე. იანგი), გიგზი - ვან პერსი.
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - არბელოა (59. მოდრიჩი), ს. რამოსი, ვარანი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (45. კაკა), იოზილი (71. პეპე), რონალდო - იგუაინი.
გაფრთხილება: ევრა, კერიკი - არბელოა, კაკა, პეპე
გაძევება: ნანი (57)
კუთხური: 9-12; ჯარიმა: 7-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-14 (9-11); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 75 700

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - რეალი 1:2

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ჟოზე მოურინიო: კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია
კრიშტაინო რონალდო: "რეალის" წარმატება მახარებს, "იუნაიტედის" გამო ვწუხვარ

სერხიო რამოსი: ვერ ვიტყვი, რომ "რეალი" თავისი თამაშით კმაყოფილია
მაიკ ფელანი: ჩვენი გუნდის კარგი თამაში, არბიტრის ერთმა გადაწყვეტილებამ გადახაზა
როი კინი: არბიტრი სწორად მოიქცა, ნანი რომ გააძევა
კაკა: "რეალმა" ჯერჯერობით ვერაფერს მიაღწია, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ

ლუკა მოდრიჩი: ძლივს არ მოვიგე "ოლდ ტრეფორდზე"?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა რეალის ფანებოო გადაგახიეთ ბურთი ნანის გაძევებამდეე და თქვენ კიდევ ხმას იხებთ. ვაი თქვენს პატრონს
maniuuu
04:48 07-03-2013
0
რაო მანჩესტერის ფანებო კლატენბურგის
დახმარებით რო იგებდით კარგი იყო?

სამართალმა პური ჭამა
zaza
15:19 06-03-2013
0

სიახლეები პოპულარული