მაიკ ფელანი: ჩვენი გუნდის კარგი თამაში არბიტრის ერთმა გადაწყვეტილებამ გადახაზა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მადრიდის "რეალთან" (1:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში წაგების შემდეგ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

71 წლის სპეციალისტმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ასისტენტი მაიკ ფელანი გაუშვა.

"ამჟამად ყველა ჩვენი ფეხბურთელი დამწუხრებულია. ჩვენი მწვრთნელიც ემოციებით დატვირთულია, ამიტომ პრესკონფერენციაზე მე მოვედი.

გუნდი 0:0-ზე თავს კომფორტულად გრძნობდა. გოლის გატანა შევძელით, რამაც ჩვენი უპირატესობა განამტკიცა.

მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და რამდენიმე კარგი მომენტიც შევქმენით. თუმცა არბიტრის გადაწყვეტილების შემდეგ მატჩის ხასიათი კარდინალურად შეიცვალა.

არბიტრმა წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან რთულია, "რეალს" 10
ფეხბურთელით ეთამაშო. ძალიან ვწუხვართ, რომ კაცნაკლულებს მოგვიწია თამაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მკა
ცრი იყო. იმ მომენტში გაძევების გადაწყვეტილება უადგილო იყო.

ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გაძევებამ თამაში გააფუჭა, მაგრამ წინსვლა არ უნდა შევაჩეროთ.

მსოფლიოს მასშტაბით, შეხვედრამ უზარმაზარი ტელეაუდიტორია შეკრიბა. ახლა ყველა ეს ადამიანი მოედანზე მომხდარს განიხილავს. ჩვენი კარგი თამაში არბიტრის ერთმა გადაწყვეტილებამ გადახაზა",
- თქვა ფელანმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
მანჩესტერი-რეალი 1:2 - უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ , დასტოინი კომენტარია.
beso65
13:13 06-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული