შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" "წითელი ეშმაკები" სტუმრად 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა გუნდებს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
"არბიტრი სწორად მოიქცა. იყო სახიფათო თამაში, რაც წითელი ბარათით ისჯება. არბიტრმა ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე უნდა იფიქროს.
გარდა ამისა, არბიტრმა გადაწყვეტილება უცბად არ მიიღო, არამედ ჯერ კონსულტაციები გაიარა დამხმარეებთან. ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი ასისტენტის აზრი გახდა და არა ის, რომ დაზარალებულ ფეხბურთელს სამედიცინო დახმარებას
როი კინის განცხადების შემდეგ გულშემატკივრებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი მწვავედ გააკრიტიკეს.
ქომაგებმა კინის "ტვიტერი" მესიჯებით გაავსეს, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა მათი მხრიდან პატივისცემა დაკარგა, რადგან მშობლიურ გუნდს მხარი არ დაუჭირა.
მომზადებულია ESPN-ისა და Daily Mail-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
მანჩესტერი-რეალი 1:2 - უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]