კაკა: "რეალმა" ჯერჯერობით ვერაფერს მიაღწია, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაკა "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კმაყოფილი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში "სამეფო კლუბი" გავიდა, რადგან პირველი შეხვედრა გუნდებს შორის მადრიდში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"ბოლო სამი მატჩი "რეალისთვის" დიდი მნიშვნელობის იყო. დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან გუნდმა ჯერჯერობით ვერაფერი მოიგო.

ძალიან კარგად ვიცოდით, რომ "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება რთული იქნებოდა. ამიტომ ორმაგად მიხარია ასეთი შედეგი",
- თქვა კაკამ "რეალის" ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ასევე იხილეთ:
მანჩესტერი-რეალი 1:2 -
უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული