ჯანლუიჯი ბუფონი: 1/4-ფინალში გასვლა მახარებს, მაგრამ "რეალის" მეშინია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა გლაზგოს "სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

6 მარტს ტურინში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა მეტოქეს, პირველი მატჩისგან განსხვავებით, ორი გოლი აკმარეს.

იტალიელმა მეკარემ მერვედფინალური დაპირისპირების საბოლოო შედეგით კმაყოფილება გამოთქვა, მეოთხედფინალში სავარაუდო მეტოქეებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მადრიდის "რეალთან" შეხვედრას არ ისურვებდა.

"რა თქმა უნდა, მეოთხედფინალში გასვლა გვახარებს; მალე კი მომავალი მეტოქის ვინაობასაც შევიტყობთ.

პირადად მე არ ვისურვებდი "რეალთან" შეხვედრას, რადგან ამ გუნდის მეშინია - უკვე სამჯერ მომიწია "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ თამაში
და აღარ მინდა იგივე".


ასევე იხილეთ:
იუვენტუსი-სელტიკი 2:0 - განწირული შოტლანდიელები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალსაც ეშინია ჩვენი ჯიჯი! ეხ სადაა დელ პიერო...
juve1897z1
13:38 07-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული