ერნესტო ვალვერდე: ღირსეულად ვიბრძოლეთ და პარიზს თავაწეულნი ვტოვებთ

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "პარი სენ ჟერმენთან" სტუმრად გამართული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

პირველ დაპირისპირებაში ანგარიშით 1:2 დამარცხებულმა ესპანელებმა 6 მარტს პარიზში ფრედ, 1:1 ითამაშეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.

"პარიზში იმ იმედით ჩამოვედით, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. თუმცა იმასაც ვხვდებოდით, რომ ეს იოლი არ იქნებოდა, რადგან ჩვენ საკმაოდ კარგ გუნდთან გვქონდა საქმე.

ასე იყო თუ ისე, ჩვენ მართლაც შეგვეძლო 1/4-ფინალში გასვლა. გვჯეროდა, რომ გავიტანდით და პსჟ-ს გავამწარებდით.

მეორე ტაიმში ანგარიში მართლაც გავხსენით და ძალიან სამწუხაროა, რომ
მასპინძლებმა სულ მალე აღადგინეს წონასწორობა.

თუმცა ინტრიგას საფინალო სასტვენამდე ვინარჩუნებდით. არაერთხელ დავემუქრეთ პსჟ-ის კარს, კუთხურიც უამრავი გამოვიმუშავეთ, მაგრამ ბოლო მომენტში ოსტატობა არ გვყოფნიდა. სულ ბოლოსკენ დაღლილობაც დაგვეტყო.

არადა, პირველ ტაიმში ვფრთხილობდით, რათა კონტშეტევა არ გაგვპარვოდა. საქმე ისაა, რომ "მესტალიაზე" მატჩში სწორედ მეტოქის კონტრ
შეტევები გახდა ჩვენთვის თავის ტკივილი.

თქმა რად უნდა, ჩვენს გასახდელში ახლა იმედგაცრუება სუფევს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეულად ვიბრძოლეთ და პარიზს თავაწეულნი ვტოვებთ",
- აქვეყნებს ვალვერდეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

პარი სენ ჟერმენი-ვალენსია 1:1 - იმედის 11 წუთი [VIDEO]
კარლო ანჩელოტი: გაშვებულმა გოლმა გამოგვაფხიზლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული