რაფაელ ვარანი: მინდა, "პარი სენ ჟერმენი" შეგვხვდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფრანგმა მცველმა რაფაელ ვარანმა დიდი სურვილი გამოთქვა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მისი გუნდი "პარი სენ ჟერმენს" შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მადრიდული და პარიზული გუნდები უკვე გავიდნენ მეოთხედფინალში, სადაც "ბრმა" კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

"დიდი სიამოვნებით ვითამაშებ "პარი სენ ჟერმენის" წინააღმდეგ. რატომაც არა? ფრანგული კლუბის წინააღმდეგ უფრო დიდი ენთუზიაზმით ვითამაშებ", - განაცხადა 19 წლის ფრანგმა, რომელიც "რეალში" ზინედინ ზიდანის რეკომენდაციით აიყვანეს და ვარანმაც აშკარად გაამართლა იმედები - ის უკვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა
15 მარტს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
რაფაელ ვარანი: როცა გუნდურად ვთამაშობთ, ვიცით, რომ მოვიგებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული