შეგახსენებთ, რომ "სან სიროზე" გამართულ პირველ დაპირისპირებაში "მილანმა" 2:0 გაიმარჯვა.
"საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ პირველი მატჩიდან გამოყოლილ დეფიციტს აღმოვფხვრით, მიუხედავად იმისა, რომ "მილანი" საკმაოდ ძლიერი გუნდია.
მოედანი კარგი იქნება, გულშემატკივრებისგანაც ბრწყინვალე მხარდაჭერას ველით.
ბოლო წარუმატებლობის შემდეგ გუნდში ყველამ სწორი დასკვნები გავაკეთეთ, რაც თავდაჯერებას გვმატებს. ჩვენ მსაჯის სასტვენისთანავე შევუტევთ "მილანის" კარს და შევეცდებით, სწრაფი გოლი გავიტანოთ,
ამ დაპირისპირების ბედის ჩვენ სასიკეთოდ შესაცვლელად 90 წუთი ნამდვილად გვაქვს და დამატებით შესაძლოა კიდევ 30 წუთიც... დროის ამ მონაკვეთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ყველაფერთან ერთად, დაცვაში სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ. არ უნდა დავუშვათ ბურთის უაზროდ დაკარგვა და ჩვენი კარის სიახლოვეს დაჯარიმება. რაც მთავარია, ის თანმიმდევრულობა და სტაბილურობა უნდა დავიბრუნოთ, რაც ბოლო მატჩებში ასე გვაკლდა", - აქვეყნებს ესპანელის ნათქვამს El Mundo Deportivo.
ასევე იხილეთ:
კარლეს პუიოლი: ვიცით, რა უნდა ვქნათ, რომ გამარჯვებები დავიბრუნოთ
ანდრეს ინიესტა: "მილანმა" სწორად ითამაშა, მაგრამ წინ კიდევ საპასუხო მატჩია
მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]