შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" "წითელი ეშმაკები" ორი შეხვედრის ჯამში დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მანჩესტერში გამართულ მატჩში ჩაქირმა 58-ე წუთზე მოედნიდან ნანი გააძევა, რომელიც ალვარო არბელოას დაეჯახა.
პირველი მატჩი მადრიდში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
გაძევების მომენტში მაპინძლები 1:0-ს იგებდნენ, თუმცა შემდეგ ორი გოლი გაუშვეს: 67-ე
აღნიშნულმა ეპიზოდმა დიდი კამათი გამოიწვია, ჟურნალისტებმა არბიტრი მწვავედ გააკრიტიკეს და წარსულში მომხდარი რამდენიმე ეპიზოდი გაუხსენეს.
"თავს ნორმალურად ვგრძნობდი და გადაწყვეტილების მიღების დროს ეჭვი არ მქონია. ნანისთვის წითელი ბარათის ჩვენება სწორი იყო.
გავა დრო და მსოფლიო მიხვდება, რომ მე მართალი ვიყავი. ყველა ჩემი გადაწყვეტილება მატჩებში, სადაც ინგლისური გუნდები მონაწილეობდნენ, სწორი იყო.
დამიჯერეთ, მე, უბრალოდ, არ შემიძლია, ბარათები ემოციებიდან გამომდინარე ვაფრიალო.
ეს კრიტიკა დიდად არ მაწუხებს, ამაზე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა მლანძღავენ, მაგრამ მე ამაზე მაღლა ვდგავარ.
მზად ვარ, მსგავსი გადაწყვეტილებები მომავალშიც მივიღო მოედანზე. ვცდილობ, ჩემი სამუშაო ხარისხიანად ვაკეთო, სხვანაირად არ შეიძლება", - თქვა ჩაქირმა.
თურქული გამოცემა Milliyet-ის ცნობით, ჩაქირმა "მანჩესტერ იუნაიტედი"-"რეალის" შეხვედრის განსჯისთვის უეფასაგან მაღალი შეფასება, 8.2 მიიღო (10-ბალიანი სისტემით).
Video
მანჩესტერ იუნაიტედი - რეალი 1:2
მანჩესტერ იუნაიტედი - რეალი 1:2