რაიან გიგზი: ასეთი შოკი არასდროს განმიცდია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში მადრიდის "რეალთან" (1:2) ნანის გაძევების ეპიზოდი გაიხსენა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მსგავსი შოკი საფეხბურთო მოედანზე არასდროს განუცდია.

"ეპიზოდის შემდეგ არბიტრთან მივირბინე და მინდოდა მეთქვა, რომ ნანი ბურთს უყურებდა მეტოქე ფეხბურთელს ვერ ხედავდა, შემდეგ დაშვებულ მანძილზე გავიწიე.

როცა არბიტრმა წითელი ბარათი ამოიღო, პირდაპირ მას ვუყურებდი. მსგავსი შოკი საფეხბურთო მოედანზე არასდროს განმიცდია და ასეთ სიტუაციაში იყო მთელი სტადიონიც.

დიდი ხანია ასე გული არ დამწყდომია. მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება, რომ ყურადღებით ვიყოთ, რადგან ყველაფერი
შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში. ზუსტად ასე გამოვიდა",
- თქვა გიგზმა.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - რეალი 1:2


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ჩიუნიეთ ჩაქირი: გავა დრო და მსოფლიო მიხვდება, რომ მართალი ვიყავი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული