ჟორდი როურა: განგების ნებით, იმ საქმეს ვასრულებ, რაც არ მსურს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა ჟორდი როურამ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ კიდევ ერთხელ აღნიშნა სინანულით, რომ თამაშს ვერ უძღვება გუნდის თავკაცი ტიტო ვილანოვა.

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვა ყელ-ყურის სიმსივნეს მკურნალობს ნიუ იორკის კლინიკაში. "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ, თუ "მილანის" ბარიერს გუნდი ვერ დაძლევს, ტიტო მკურნალობის კურსს დაასრულებს და ესპანეთში ნაადრევად აღარ ჩავა.

"განგების ნებით, იმ საქმეს ვაკეთებ, რომლის კეთების სურვილიც არ მაქვს. თუმცა არასოდეს მქონია შეგრძნება, რომ კლუბში ცუდად მექცევიან. ისეთი განწყობაა, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად ესმის ჩვენი და
მხარს გვიჭერს. ვილანოვა ნიუ იორკშია და ყველაფერს განიცდის, რაც კლუბის თავს ხდება. ხანდახან მისი ენერგიულობა მიკვირს კიდევაც. ის თვალყურს ადევნებს გუნდის ნებისმიერ მატჩს თუ ვარჯიშს"
, - განაცხადა ჟორდი როურამ.

ასევე იხილეთ:
მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონა" ყველა გუნდს აიძულებს, ერთი ტაქტიკით ებრძოლოს
ბარსელონა VS მილანი - ეპოქის დასასრული თუ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული