შეგახსენებთ, რომ მილანში გამართულ პირველ მატჩში მასპინძლებმა კატალონიური გრანდი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
"მომავალი მატჩის მსვლელობას დიდწილად ჩვენი განწყობა განაპირობებს. ამიტომ მხნეობა უნდა მოვიკრიბოთ და მოედანზე ისე გავიდეთ. მეტოქის თამაშის წაკითხვა მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ, თორემ ფატალურ შეცდომებს დავუშვებთ.
საერთოდ, რაც უფრო მეტს ნერვიულობ, მით მაღალია ალბათობა, რომ ცუდად ითამაშებ. "ბარსელონა" ასეთი ძლიერი იმიტომაა, რომ მუდმივად მისთვის ჩვეული მანერით თამაშობს:
შესაძლოა, ახლა კატალონიელები კიდევ უფრო გააფთრებულნი არიან, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. "მილანი" შეეცდება, "ბარსელონა" მწარედ დანესტროს. ერთი გატანილი გოლიც კი ჩვენს შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. არსებული სიტუაციიდან მაქსიმუმი უნდა გამოვწუროთ.
მესი მეტოქის ბანაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ის ერთადერთი არაა, ვინც გუნდში თამაშობს. ჩვენ მთელი "ბარსელონა" უნდა შევაჩეროთ.
პირველი მატჩის შემდეგ კარგ მდგომარეობაში ვართ, თუმცა, ჩემი აზრით, შანსები მაინც 50/50-ზეა. შარშან იყო, "არსენალს" 4:0 რომ მოვუგეთ, მაგრამ საპასუხო მატჩში ტურნირიდან გამოთიშვასთან ახლოს ვიყავით. ჩვენი ფეხბურთელები საკმარისად გამოცდილები არიან და არ ვფიქრობ, რომ "არსენალის" ისტორია "კამპ ნოუზე" განმეორდება.
შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ - სხვა ვარიანტი, უბრალოდ, არ არსებობს", - აქვეყნებს ამბროზინის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ბარსელონა VS მილანი - ეპოქის დასასრული თუ...