შალკე-გალათასარაი 2:3 - "ლომებთან" ხუმრობა აკრძალულია [VIDEO]

AutoSharing Option
"შალკე" თვეობით გაჭიანურებული კრიზისის შემდეგ სწორედ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფების წინ შევიდა ფორმაში.

"ხუმარების" მთავარი მწვრთნელი თამაშის წინ აცხადებდა, ჩემს გუნდს გამარჯვებებით გამოწვეული ეიფორია ნამდვილად სჭირდებოდაო.

იენს კელერსა და მის შეგირდებს ბუნდესლიგაში მიჯრით მოგებულმა სამმა თამაშმა საკუთარი ძალების რწმენა კი არ შემატა, უბრალოდ, თავბრუ დაახვია. ამ წაგებას გელზენკირხენელები ვერანაირი საკადრო პრობლემებით ვერ ახსნიან.

არადა, კლაას-იან ჰუნტელაარი, ჩიპრიან მარიკა, იბრაჰიმ აფელაი და კირიაკოს პაპადოპულოსი ნამდვილი ძალაა.

გერმანელთა უკანა ხაზმა, უბრალოდ, ამაზრზენად ითამაშა. პირველ გოლზე მათ ჰამიტ ალტინტოფის ამოკეტვა დაავიწყდათ, მეორე შემთხვევაში
კი გუნდი კაპიტანმა ბენი ჰიოვედესმა დააღალატა.

"ლომების" მესამე გოლს მხოლოდ ოქმისთვის ჰქონდა მნიშვნელობა. მასპინძლები ამ დროისთვის უკვე გამოვარდნილები იყვნენ.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
შალკე-გალათასარაი 2:3
(პირველი მატჩი 1:1)
გოლები: 1:0 ნოიშტედტერი (17), 1:1 ალტინტოპი (37), 1:2 ილმაზი (42), 2:2 ბასტოსი (63), 2:3 ბულუთი (90+4)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, მატიპი, ჰიოვედესი, კოლაშინაცი - ჰოგერი (85. მეიერი), ნოიშტედტერი (46. ფუხსი) - ბასტოსი, დრაქსლერი, ფარფანი - პუკი (85. ობასი)
გალათასარაი (4-1-3-2): მუსლერა - ებუე, კაია (79. ზანი), ნუნკეუ, რიერა - მელო - ინანი, ალტინტოპი, სნეიდერი (70. ამრაბატი) - დროგბა, ილმაზი (86. ბულუთი)
გაფრთხილება: ჰოგერი, კოლაშინაცი - დროგბა
კარში დარტყმა: 17-12 (12-7) კუთხური: 9-3 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 19-12 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 54 142

VideoSportall.Ge
შალკე - გალათასარაი 2:3

მატჩის შემდგომი კომენტარები:
დიდიე დროგბა: "გალათასარაისთან" იგივეს გამეორება შემიძლია, რაც "ჩელსისთან" წინა სეზონში

ვესლი სნეიდერი: "გალათასარაიმა" წარმატება დაიმსახურა
იენს კელერი: 4-დან 3 ტაიმი უკეთ ვითამაშეთ და მაინც გავარდით
ფათიჰ თერიმი: პირველ ტაიმში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით


Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გალათასარაი-შალკე 1:1 - "გალას" ილმაზის ალმასი არ ეყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გალა კარგი გუნდია და სულაც არ მიკვირს რომ შალკეს მოუგო. პირველი რომ ვერ მოუგო ის უფრო გამიკვირდა:)
PARFIUMER
12:06 13-03-2013
0

სიახლეები პოპულარული