არსენ ვენგერი "ბაიერნთან" მოწინავე ფეხბურთელებს დაასვენებს

AutoSharing Option
მართალია, არსენ ვენგერი საჯაროდ "ბაიერნთან" მატჩში სასწაულს ელის და ბიჭებს აგულიანებს, მაგრამ გულის სიღრმეში ამის ნაკლებად უნდა სჯეროდეს, რადგან ტრავმირებულების გარდა, რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დასვენებაც გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში.

შეგახსენებთ, რომ ბაკარი სანია, ჯეკ უილშირი და ლუკას პოდოლსკი არსენ ვენგერს ისედაც არ ეყოლება ტრავმების გამო. თავად ფრანგმა კი დასვენების დღე სანტი კასორლას, თეო უოლკოტს, ვოიცეხ შჩესნის და პერ მერტეზაკერს გამოუწერა.

ამისთვის ის სასტიკად გააკრიტიკა წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა. სოციალურ ქსელებსა და გამოკითხვებში "არსენალის" გულშემატკივრებმა აშკარად ლინეკერის მხარე
დაიკავეს.

ასევე იხილეთ:
თომას ვერმალენი: არსენის გულისთვის თავი უნდა დავდოთ მოედანზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ეს ინფორმაცია ნამდვილი არის ? :)) სხვა საიტებზე ვერ ვიპოვე ვერსად ამაზე ინფორმაცია
0

სიახლეები პოპულარული