იუპ ჰაინკესი: მოედნიდან ჩალურჯებული თვალით გავედით

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ლონდონის "არსენალთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, ჩვენი გამოსვლა ამ შეხვედრაში კრიტიკულად უნდა განვიხილოთ. საბოლოო ჯამში, მოედნიდან ჩალურჯებული თვალით გავედით.

სწრაფმა გოლმა ტემპიდან ამოგვაგდო და თამაშის კონცეფ
ცია დაგვირღვია. ვერ ვიტყვი, რომ გაკვირვებულები ვიყავით, მაგრამ ამას არ მოველოდით, მით უმეტეს, პირველ ტაიმში.

მატჩის არც ერთ ეპიზოდში არ გვითამა
შია მშვიდად, როგორც გვჩვევია ხოლმე. ეს შეხვედრა ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა გარანტირებული არასდროსაა.

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩემპიონთა ლიგა ბუნდესლი
გა
არაა",
- თქვა ჰაინკესმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბაიერნი-არსენალი 0:2 - მიუნხენში კინაღამ სენსაცია ვიხილეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირიქით, ბაიერნმა წააგო შემთხვევით.
მომენტები: 21-5
dato
17:35 14-03-2013
0
გუშინდელმა მატჩმა დაამტკიცა,რომ არსენალმა შემთხვევით წააგო ინგლისის მატჩი ბაიერნთან,ასე, რომ ვინც ბაიერნს ფავორიტად მიიჩნევს ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან დიდ შეცდომას უშვებს.
roma
14:14 14-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული