ჟოზე მოურინიო: დიეგო ლოპესი უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე იკერ კასილიასი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ აირჩია ძირითად შემადგენლობაში "გალათასარაისთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედინალურ მატჩში დიეგო ლოპესი და არა იკერ კასილიასი.

"დიეგო ლოპესმა ბოლო 70 დღეში 13 მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. კასილიასს ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უთამაშია.

ამიტომ არ არსებობს ეჭვი, რომ ლოპესი უკეთეს ფორმაშია",
- თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ კასილიასმა ხელი 24 იანვარს "ვალენსიასთან" (1:1) ესპანეთის თასის მატჩში დაიშავა, რის შემდეგაც მოედანზე არ გასულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული