ფათიჰ თერიმი: პირველ ტაიმში გატანილი გოლი ბევრ რამეს შეცვლიდა

AutoSharing Option
"გალათასარაის" მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა მადრიდის "რეალთან" (0:3) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

"არ ველოდით, რომ ანგარიში ასეთი იქნებოდა, რადგან ამ მატჩისთვის კარგად ვემზადებოდით. მსგავს შეხვედრებში შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანო. "რეალი" დომინირებდა და ამას ვაღიარებ.

სტამბულში გაგვიჭირდება. გვინდოდა, შინ წარმატების შანსით დავბრუნებულიყავით, თუმცა ეს არ მოხდა. პრინციპში, ჩემმა ფეხბურთელებმა, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს.

ასეთი დონის მატჩებში უნდა გავიტანოთ, როცა ამის საშუალება გვეძლევა. ემოციურად მოქმედება უნდა შევწყვიტოთ. ჩვენი შანსები რომ გამოგვეყენებინა, გოლს გავიტანდით ან შეიძლება ორსაც. პირველ ტაიმში გატანილი გოლი
ბევრ რამეს შეცვლიდა.

მეტოქედ გვყავდა გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. მხოლოდ ის დამრჩენია, რომ "რეალს" მივულოცო. გუნდების ძალები თანაბარი არ იყო.

ზოგჯერ ი
სე გამოდის, როცა არ შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ.

შემდეგ კვირას შევეცდებით, მოვიგოთ, მაგრამ "რეალი" ნახევარფინალთან უფრო ახლოსაა. რთულია "რეალს" ეთამაშო, როცა სამბურთიანი უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველაფერს ვიზამთ ამისთვის",
- თქვა თურქმა სპეციალისტმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული