ქარიმ ბენზემა: არ გეგონოთ, რომ "გალათასარაისთან" იოლად გავიმარჯვეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

3 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" თურქულ "გალათასარაის" ანგარიშით 3:0 სძლია.

ანგარიში მეცხრე წუთზე რონალდომ გახსნა, 29-ეზე ბენზემამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 73-ე წუთზე კი იგუაინმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ჩვენ ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ. ყოველთვის მიხარია, როცა გუნდი ასეთ გამარჯვებას აღწევს. რა თქმა უნდა, მახარებს ისიც, რომ ერთი გოლი თავად გავიტანე. ეს ძალიან მაგარი გრძნობაა.

თუმცა თამაში არცთუ ისე იოლად წარიმართა. უბრალოდ, ჩვენ გუნდურად გავისარჯეთ ძალიან
კარგად და ამის გამო შეიძლება ბევრს მოეჩვენა, რომ გამარჯვებას იოლად მივაღწიეთ",
- თქვა ბენზემამ.

ასევე იხილეთ:
რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული