გონსალო იგუაინი: ანგარიში 3:0 თავდაჯერებულობას გვმატებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

3 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" თურქულ "გალათასარაის" ანგარიშით 3:0 სძლია.

ანგარიში მეცხრე წუთზე რონალდომ გახსნა, 29-ეზე ბენზემამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 73-ე წუთზე კი იგუაინმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ჩვენ კარგად ვხვდებოდით, რომ საშინაო შეხვედრაში მაქსიმალურად მონდომებულებს უნდა გვეთამაშა, რათა სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.

3:0 – ბრწყინვალე შედეგია, რომელიც უფლებას გვაძლევს, თურქეთში დამშვიდებულები გავემგზავროთ. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ იქ საკმაოდ
გაგვიძნელდება.

"გალათასარაი" ძლიერი გუნდია, მაგრამ "რეალმა" მასზე პირველივე წუთებიდან მძლავრი ზეწოლა განახორციელა და თავისი გაიტანა.

ანგარიში 3:0 თავდაჯერებულობას გვმატებს",
- თქვა იგუაინმა.

ასევე იხილეთ:
რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული