"რეალის" ფანებმა "გალათასარაისთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რაფაელ ვარანი დაასახელეს

AutoSharing Option
"მარკამ" ინტერნეტით "რეალის" გულშემატკივრების გამოკითხვა მოაწყო: თუ ვინ იყო "გალათასარაისთან" დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელი.

ყველას 19 წლის ფრანგმა მცველმა რაფაელ ვარანმა აჯობა, რომლის საშუალო შეფასება (10-ბალიანი სისტემით) 9,2 ბალია. 8-დან 9-ბალამდე მიიღეს დიეგო ლოპესმა, ჩაბი ალონსომ, მესუთ იოზილმა და კრიშტიანო რონალდომ. ამათში ყველაზე დიდი საშუალო შეფასება პორტუგალიელს აქვს - 8,8 ბალი.

ჟოზე მოურინიოსაც მაღალი შეფასება მისცეს "რეალის" ფანებმა - 8,2.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის "რეალმა" 3:0 გაანადგურა "გალათასარაი" და პრაქტიკულად, გაინაღდა ნახევარფინალის საგზური.

ასევე იხილეთ:
რაფაელ ვარანი:
"გალათასარაის" სამოქმედო სივრცე არ დავუტოვეთ
რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული