სერხიო რამოსი და ჩაბი ალონსო შეიძლება დასაჯონ გაფრთხილების განზრახ მიღებისთვის

AutoSharing Option
ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, მაგრამ ეს ჟოზე მოურინიოს არ ეხება. არ გეგონოთ, პორტუგალიელის "ჩელსიში" შესაძლო დაბრუნებაზე გვინდა დავწეროთ - არა, "გალათასარაისთან" მატჩს გვინდა მივუბრუნდეთ, რომელშიც, ბევრის აზრით, მადრიდის "რეალის" ორმა ფეხბურთელმა განზრახ მიიღო ყვითელი ბარათი.

მცველი სერხიო რამოსი და ნახევარმცველი ჩაბი ალონსო "გალათასარაისთან" მატჩში მსაჯმა გააფრთხილა. ორივესთვის ეს მესამე გაფრთხილება იყო და ისინი სტამბულურ მატჩს გამოტოვებენ.

გაჩნდა ეჭვი, რომ ორივემ გაფრთხილება განზრახ მიიღო და არც უეფა აპირებს ამ საკითხის ასე დატოვებას, გამოძიება გაიმართება.

ასეთი რამ 2010 ნოემბერში უკვე
მოხდა, როცა "რეალი" "აიაქსს" ეთამაშებოდა. ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში რამოსმა და ალონსომ მეორე ყვითელი ბარათები სპეციალურად მიიღეს, რომ "ოსერთან" თამაში გამოეტოვებინათ და პლეი ოფში "სუფთა ისტორიით" გაეღწიათ. ეს ეშმაკობა მოურინიოს არ გამოუვიდა, უეფამ დისკვალიფიკაცია მისცა ფეხბურთელებს. პორტუგალიელმა კი, როგორც ჩანს, ჭკუა ვერ ისწავლა.

ასევე იხილეთ:
რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯოზე ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, ნეტა მასეთი ჭკვიანები ჩვენც გვყავდეს საქართველოში. მაგის დამტკიცების შანსი 0-ზე დაბალია:D :D :D
P.S. Hala Madrid, Hala Joze
hala madrid
00:32 05-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული