სკანდალური ვიდეო: როგორ მიაფსა მარიო გიოტცემ "მალაგას" სტადიონს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელ მარიო გიოტცეს ცუდ დროს - სტადიონზე მოშარდვისას წაასწრეს და საქვეყნოდ გამოაჭენეს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ესპანურ "მალაგასთან" მატჩის წინ, ვარჯიშზე გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედი შარდის ბუშტმა შეაწუხა, თუმცა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ტუალეტში წასვლას იქვე, სტადიონზე სახელდახელოდ მოშარდვა ამჯობინა.

გიოტცე მოედნის მიღმა გადავარდნილი ბურთის მოსატანად გაეშურა, სარეკლამო ბანერების უკან კი თავი მარტოდ დაიგულა და კოხტად (ვფიქრობთ, ფარულად მოშარდვისთვის ერთობ ორიგინალური დგომია) მიაფსა.

VideoSportall.Ge
მარიო გიოტცემ ვარჯიშზე მოშარდა


გიოტცესთვის სამწუხაროდ, "შემთხვევის ადგილზე" იმყოფებოდა კამერამომარჯვებული ოპერატორი, რომელმაც, რა თქმა უნდა,
ეს სახალისო კადრი უმალ დააფიქსირა.

სხვათა შორის, გიოტცე არც პირველი და, ალბათ, არც ბოლო ფეხბურთელია, ვისაც საფეხბურთო მოედანზე სახალხოდ მოშარდვა არ ეთაკილება.

სამი წლის წინ იყო, "შტუტგარტის" მეკარე იენს ლემანმა სულაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს სარეკლამო ბანერებთან რომ მოინდომა შარდის ბუშტის დაცლა.

მაგრამ მაშინ ლემანს არ დასცალდა - მეტოქეები სწრაფად გადმოვიდნენ კონტრშეტევაზე და მეკარე იძულებული გახდა, კარში თავის ადგილზე დაბრუნებულიყო.

VideoSportall.Ge
იენს ლემანი მატჩის დროს შარდავდა


ასევე იხილეთ:
მალაგა-დორტმუნდი 0:0 - დიდი უსამართლობა "ლა როსალედაზე" [VIDEO]
მარიო გიოტცე: მინდა "გერმანელი კრიშტიანო რონალდო" ვიყო
"გერმანელი მესი" - ინტერვიუ მარიო გიოტცესთან
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ქნას კაცმა, ეტყობა ძალიან მოუნდა. გასვლის უფლება კი ვარჯიშის დროს არა აქვს ფეხბურთელს. ისე გერმანელებში ასეთი რამ მოსულა. თუ გაზების გაშვება ჩვეულებრივი მოვლენაა, მოშადვამ რაღა დააშავა?
aba ara?
16:59 05-04-2013
0
მა რა ექნა კაცო, ხო არ გასკდებოდა. (კინოფილმიდან "ქვევრი").
levani kaxeti
18:13 05-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული