ალესანდრო მატრი: ჩემპიონთა ლიგის მოგება "იუვენტუსისთვის" ჯერ კიდევ ოცნებად რჩება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" 28 წლის თავდამსხმელმა ალესანდრო მატრიმ აღნიშნა, რომ გუნდში ყველაფერი აწყობს.

გარდა ამისა, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ტურინელებისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება კვლავ რჩება ოცნებად.

"თავს "იუვენტუსის" მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ. როცა შემადგენლობაში ვერ ვხვ
დები, მაინც ამაყი ვარ, რომ ასეთ დიად კლუბში გამოვდივარ.

რაც შეეხება მიზნებს, იტალიის ჩემპიონატის მოგება გვსურს. ჩემპიონთა ლიგა კი ჯერ კიდევ ოცნებაა",
- თქვა მატრიმ.

მიმდინარე სეზონში მატრიმ იტალიის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული