ფრანც ბეკენბაუერმა ჯანლუიჯი ბუფონს მოდიში მოუხადა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს ბოდიში მოუხადა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც "ბაიერნმა" შინ "იუვენტუსს" ანგარიშით 2:0 სძლია, ბეკენბაუერმა სტუმართა გუნდის მეკარეს, ალაბას დარტყმის შემდეგ გაშვებული გოლის გამო, პენსიონერი უწოდა.

"ძალიან ვწუხვარ, თუკი სიტყვა "პენსიონერის" გამოყენების გამო ბუფონი გავანაწყენე.

ეს ბოროტი განზრახვით მართლა არ მითქვამს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ის ბურთი მას არ უნდა გაეშვა",
- აქვეყნებს ფრანცის ნათქვამს Soccerway.

საპასუხო მატჩი "იუვენტუსი"-"ბაიერნი" ტურინში 10 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
"იუვენტუსის" გენ-დირექტორი: ბეკენბაუერისგან
ბუფონზე ამის მოსმენა ძალიან უსიამოვნოა

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: ძლევამოსილი "ბაიერნი", უძლური "იუვენტუსი"
ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 - იუპ ჰაინკესს მართლა ბევრი უფიქრია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
უზრდელო ბებერო!
italieli
15:22 07-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული