მარჩელო ლიპი: არ ვიცი, შეძლებს თუ არა "იუვენტუსი" "ბაიერნის" ბარიერის გადალახვას

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ "ბებერი ქალბატონის" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შეაფასა.

"პირველ მატჩში ბრწყინვალე მიუნხენის "ბაიერნი" ვიხილე. ის კარგად დაბალანსებული და სრულყოფილი იყო.

ამის ხილვას ველოდი, რადგან "ბაიერნი" "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად ამ ეტაპზე ევროპის საუკეთესო კლუბია.

სხვა საქმეა, რომ ვერ ვნახეთ ნამდვილი "იუვენტუსი". არ ვიცი, შეძლებს თუ არა ის შემდეგ ეტაპზე გასვლას.

ვფიქრობ, ყველაფერი ფეხბურთელების მონდომებაზე იქნება დამოკიდებული - დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ ითამაშონ უკეთ, ვიდრე ეს გერმანიაში გააკეთეს",
- თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ პირველი
შეხვედრა გუნდებს შორის "ბაიერნის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი 10 აპრილს გაიმართება.

მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 - იუპ ჰაინკესს მართლა ბევრი უფიქრია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული