ჟოზე მოურინიომ გუნდთან ერთად სტამბულში თავისი შვილი წაიყვანა

AutoSharing Option
როგორც "მარკა" იუწყება, ჟოზე მოურინიომ სტამბულში გუნდთან ერთად "22-ე ფეხბურთელად" თავისი შვილი ჟოზე მარიო წაიყვანა.

ჟოზე მარიო ხშირად ესწრება ხოლმე პირველი გუნდის ვარჯიშებს. ის მამასაც დაჰყვება, როცა ის მეტოქე გუნდის დასაზვერად მიდის, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე შვილის წაყვანა გუნდთან ერთად, რაღაც ახალია.

"რეალი" 21 ფეხბურთელით გაემგზავრა თურქეთში და 22-ედ გაფორმებული იყო უმცროსი მოურინიო.

სხვათა შორის, სტამბულში "რეალს" 5 ათასამდე "გალას" ფანი დახვდა, პოლიციას კი სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ჰქონდა მიღებული. აეროპორტში "რეალის" ფეხბურთელთა უსაფრთხოებაზე ერთდროულად 70 თურქი პოლიციელი ზრუნავდა.

თურქეთში გუნდთან
ერთად გაფრინდა "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რაც ასევე იშვიათი შემთხვევაა.

ასევე იხილეთ:
გალათასარაი VS რეალი - როცა თავზემოთ ძალა არაა
ჟოზე მოურინიო: ჩემი მომავალი ჩემპიონთა ლიგაში "რეალის" გამოსვლაზე არაა დამოკიდებული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული