34 ათასი თურქი ფანი სტადიონზე ფათიჰ თერიმის ნიღბით მივა

AutoSharing Option
ყოველდღიურმა თურქულმა სპორტულმა გაზეთმა "ფანატიკმა" "გალათასარაის" და მისი მწვრთნელის, ფათიჰ თერიმის მხარდაჭერის ორიგინალური ხერხი გამოძებნა.

გაზეთი ურჩევს ფანებს, სტადიონზე მივიდნენ... ფათიჰ თერიმის ნიღბებით. თურქეთში სჯერათ, რომ ესპანელი ფეხბურთელები ძალიან უფრთხიან თერიმს და მის გუნდს.

თურქული წყაროების თქმით, თამაშზე დაახლოებით 34 ათასი ადამიანი მივა თერიმის ნიღბით.

მოკლედ, "გალათასარაის" ფანები ნამდვილი ჯოჯოხეთის მოწყობას უპირებენ "რეალის" ფეხბურთელებს.

ასევე იხილეთ:
სტამბულში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები სულთნებივით ცხოვრობენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული