იურგენ კლოპი: ყველას სურს, 10 წუთში 5:0 იყოს... მეეჭვება, "მალაგამ" ეს დაუშვას

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" და "მალაგას" საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მედიას მასპინძელთა მცველი მარსელ შმელცერი და მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი წარუდგნენ.

"ბიჭებს ვუთხარი ვარჯიშზე, რომ არ მიაქციონ ყურადღება იმ ნეგატიურ ინფორმაციებს, რაც პირველი მატჩის შემდეგ დაგროვდა მედიაში. ყველაფერი, რაც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თავს გადაგვხდა, "მალაგასთან" პირველი მატჩის ჩათვლით, იყო ბრწყინვალე, მაგრამ ეს საბოლოო წარმატების გარანტია სულაც არ არის.

ჩვენ კიდევ გვსურს ამ ბრწყინვალე ისტორიის გაგრძელების ჩაწერა. მაღალი მიზნები დავისახეთ. არ არის გამორიცხული, ეს ამ სეზონში "დორტმუნდის" ბოლო დიდი საღამო იყოს
და მაშ, რატომ არ უნდა დავდოთ თავები? ყველას სურს, რომ 10 წუთის შემდეგ 5:0 იყოს ჩვენს სასარგებლოდ... მეეჭვება, "მალაგამ" ეს დაუშვას. უნდა ვიყოთ მშვიდები და მიზანმიმართულები
". - განაცხადა იურგენ კლოპმა.

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი VS მალაგა - სახიფათო მატჩპოინტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული