9 აპრილს, "გალათასარაისთან" თურქეთში გამართულ შეხვედრაში პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა, თუმცა "სამეფო კლუბი" მაინც დამარცხდა - 2:3.
წაგების მიუხედავად, მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ (პირველი მატჩი 3:0).
"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ "რეალი" ნახევარფინალში გავიდა - მიზანს მივაღწიეთ. ახლა წილისყრას უნდა დაველოდოთ, რათა შემდეგი მეტოქის ვინაობა შევიტყოთ.
"გალათასარაისთან" მატჩში კი სირთულეები თავად შევიქმენით. ფეხბურთში დათმობა არავისთვის არაფრისა შეიძლება - უნდა ითამაშო 90 წუთის განმავლობაში.
ის, რაც დღეს დაგვემართა, აღარასდროს უნდა განმეორდეს.
ასევე იხილეთ:
გალათასარაი-რეალი 3:2 - კითხვის ნიშნების გარეშე [VIDEO]