"ბარსელონას" რეკორდები პსჟ-სთან მატჩში

AutoSharing Option
"ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალის საპასუხო მატჩში (1:1) "კამპ ნოუზე" მაყურებელთა დასწრების ახალი რეკორდი დაამყარა. შეხვედრას 96 022 ადამიანი დაესწრო. აქამდე რეკორდი "მილანთან" (4:0) შეხვედრა იყო.

გარდა ამისა, "ბარსელონა" პირველი გუნდი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა.

აქამდე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ ხუთჯერ "რეალი" გასულა.

აღსანიშნავია, რომ ესპანური გუნდის ნახევარმცველმა ჩავიმ გადაცემების 100-პროცენტიანი სიზუსტე გამოავლინა. OptaJean-ის ცნობით, ჩავის მიერ განხორციელებულმა 96-მა გადაცემამ ადრესატამდე მიაღწია.

ამის მიუხედავად, "ბარსელონამ" პსჟ-სთან ყველაზე ცუდი სტატისტიკა დააფიქსირა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10
სეზონის განმავლობაში. ესპანელებმა საპასუხო შეხვედრაში კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს.

ასევე იხილეთ:
ბარსელონა-პსჟ 1:1 - ერთხელაც ვერ მოუგო, მაგრამ გავიდა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ის ორიც მესი რო გამოვიდა,მერე შესრულდა.
giorgi
14:56 11-04-2013
0

სიახლეები პოპულარული