ჯანლუიჯი ბუფონი: არ მეგონა, "ბაიერნი" ასეთი მაგარი თუ იქნებოდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

10 აპრილს ტურინში გამართულ მატჩში სტუმრებმა იტალიელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. 64-ე წუთზე მანჯუკიჩი გამოირჩა, 91-ეზე კი - პისარო.

"გვინდოდა გაგვეგო, როგორ გამოვიყურებოდით ევროპის ელიტაში შემავალი გუნდის ფონზე და სიმართლე გითხრათ, სხვაობა დიდი აღმოჩნდა.

არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ "ბაიერნის" დონეს მივაღწიოთ. მიუნხენელებს ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ ტურნირი მოიგონ. ისინი ძალიან ტექნიკურები, ფიზიკურად ბრწყინვალედ მომზადებულნი, შეთამაშებულნი და გამოცდილნი არიან. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ
"ბაიერნმა" მოგება დაიმსახურა, თუმცა არ დაგიმალავთ და, მართლა არ მეგონა, თუ ამდენად კარგები იყვნენ.

აქამდე მჯეროდა, რომ მეოთხედფინალში ნებისმიერ გუნდთან შევძლებდით ტოლ-სწორად თამაშს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ ყოფილა. "ბაიერნმა" თვალნათლივ გვანახა ყველას, ჩვენს
წყვილში ვინ იყო უკეთესი.

მინდა ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა აღვ
ნიშნო, რომლებმაც ღირსეულად დაგვიფასეს მონდომება. ჩვენ ხომ მოედანზე ყველაფერი გავიღეთ, რაც ამ ეტაპზე შეგვეძლო", - აქვეყნებს იტალიელი მეკარის სიტყვებს Football Italia.

ბუფონმა კომენტარი ფრანც ბეკენბაუერის სიტყვებზეც გააკეთა, რომელმაც მიუნხენში გამართული პირველი მატჩის შემდეგ ტურინელთა კარის დარაჯი პენსიონერს შეადარა.

"ბევრი მეკითხება, რატომ არ მოვახდინე ამ ინტერვიუზე მკაცრი რეაგირება, თუმცა სინამდვილეში, მე ამ სიტყვებს შეურაცხყოფად არ ვიღებ.

ბეკენბაუერს ალბათ შეეძლო, არ გაეკეთებინა ასეთი განცხადება, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ეს ხუმრობა იყო, რომელსაც სავსებით შესაძლებელია, გაგებით შეხვდე.

ზოგჯერ ფეხბურთელები ასეთ რაღაცებს ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან. იმ თამაშის შემდეგ ბეკენბაუერზე უარესი მამაჩემმა მითხრა - რა გჭირდა, მთვრალი ხომ არ იყავიო?!

ასეთი რაღაცები გულს არ მწყვეტს, რადგან არცთუ ურიგო კარიერა მქონდა და ისიც ვიცი, რომ ბოლო წლებშიც ბრწყინვალედ ვთამაშობ. შეცდომები კი ხდება და დაუმარცხებელი არავინ რჩება.

ვინ იცის, ეგებ ჯობდეს კიდეც, რომ შეცდომები მრავლად სწორედ "ბაიერნთან" დავუშვით, რომლის უპირატესობა ასე თვალსაჩინო იყო. ახლა უკვე იმ შეცდომები
ს თავიდან აცილებას ჩვენი დონის მეტოქეებთან შევძლებთ", - დასძინა ბუფონმა.

ასევე იხილეთ:
იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 - გერმანული მარშით ნახევარფინალში [VIDEO]
ფრანც ბეკენბაუერმა ჯანლუიჯი ბუფონს ბოდიში მოუხადა
"იუვენტუსის" გენ-დირექტორი: ბეკენბაუერისგან ბუფონზე ამის მოსმენა ძალიან უსიამოვნოა
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: ძლევამოსილი "ბაიერნი", უძლური "იუვენტუსი"
ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 - იუპ ჰაინკესს მართლა ბევრი უფიქრია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიჯი მაგარი კაცი და #1 მეკარე ხარ!
del piero 10
10:48 12-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული