გერმანული გრანდი ფინალის საგზურისთვის "ბარსელონას" შეებრძოლება. პირველი მატჩი 23 აპრილს მიუნხენში, საპასუხო კი 1 მაისს ბარსელონაში გაიმართება.
"ჩვენ ორ შთამბეჭდავ საფეხბურთო მატჩს ვიხილავთ. ორივე გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, ორივეს გაუვალი დაცვა აქვს და ორივე ტაქტიკურად ბრწყინვალედაა განსწავლული.
ჯერ კიდევ "იუვენტუსთან" თამაშის წინ ვამბობდი, რომ სულაც არაა ცუდი პირველი მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარება. თუმცა, რა თქმა უნდა, "კამპ ნოუ" გამორჩეული სტადიონია და ვფიქრობთ, იქ ფანტასტიკური ატმოსფერო დაგვხვდება.
ძალიან კარგად
"ბარსელონა" მხოლოდ მესი არაა. მას მრავლად ჰყავს ისეთი ბრწყინვალე ფეხბურთელები, როგორებიცაა: ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ვილია და ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. თუმცა, რა თქმა უნდა, მესი გამორჩეულია.
ბოლო რამდენიმე წელიწადი ევროპულ ფეხბურთში "ბარსელონა" დომინირებდა და ვხვდებით, რომ რთული ამოცანის წინაშე ვართ.
მართალია, "ბარსელონა"ტოპ-კლასისაა, მაგრამ მე მაინც მჯერა ჩემი გუნდის, რადგან ჩვენც ტოპ-კლასის ვართ", - აქვეყნებს ჰაინკესის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა