"მარკა": ლეო მესის ლიგის ნახევარფინალებამდე დაასვენებენ

AutoSharing Option
"მარკას" წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა არ აპირებს გარისკოს და ეჭვის ქვეშ დააყენოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯანმრთელობა. ამიტომაც, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებამდე ლეო მესის მოედანზე ალბათ ვერ ვიხილავთ.

"ბარსას" ექიმები მიიჩნევენ, რომ არგენტინელი ჯერ მაინც ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. ამიტომაც საშიშია მისი თამაში ლა ლიგის უახლოეს ტურში.

"სარაგოსას" წინააღმდეგ მატჩში ლეო 100%-ით არ ითამაშებს. მომდევნო ტურში "ბარსას" მეტოქე "ლევანტეა". იმ დროისთვის ლეოს ორთავა კუნთი საბოლოოდ აღდგენილი იქნება, თუმცა ტიტო ვილანოვა მას მხოლოდ ბოლო წუთებში თუ ათამაშებს. თუმცა ყველაფერი მაინც მესიზე იქნება დამოკიდებული. თვითმხილელების მტკიცებით კი
ლეოს მდგომარეობა ახლაც შესანიშნავია.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული